Saturday, April 8, 2017

ტრენინგის ბოლო  მე_9 დღე  საუკეთესო, საინტერესო და ნაყოფიერი იყო. განსაკუთრებით   საინტერესო   იყო  მონაწილეთა პროექტების პრეზენტაცია  მომეწონა პროექტი,რომელიც წარმოადგინა ბიოლოგიის მასწავლებელმა "ჯანსაღი კვება _ჯანსაღი სხეული" მასში კარგად იყო  წარმოჩენილი პრობლემა და მისიშედეგები ასევე გადაჭრის გზები.  საინტერესო თემა იყო აგრეთვე 'რადიაცია შინ"  რომელშიც  ფიზიკის პედაგოგმა დასვა პრობლემა  თანამედროვე ტექნოლოგიების მავნებლობის შესახებ და საუკეთესო რჩევებიც  დაასახელა განსაკუთრებით მომეწონა პროექტები  "ფორდბოიარდი გამოწვევები და მისწრაფებები ახალი თაობისთვის"  და   "ჩემი ქალაქის ქუჩები და  ქართველი  მწერლები."
ვიმუშავეთ ბლოგში  და შევაჯამეთ ტრენინგი, რომელმაც მრავალიბ სიახლე გაგვაცნო.   

Sunday, April 2, 2017

ტრენინგის მერვე დღე

         ტრენინგი მეტად დატვირთული  და საინტერესო იყო.  განვლილი მასალის გამეორების შემდეგ  ვიმუშავეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნაზე.
 პორტფოლიოს გადახედვის შემდეგ ,  როცა მისი სრულყოფილება შევამოწმეთ,     იგი გადავიტანეთ დრაივზე, მივანიჭე  მისამართი და გადავიტანეთ ბლოგზე.
ამ პროცედურის რამდენჯერმე გამეორებით განვამტკიცეთ    შესწავლილი  მასალა.  

Saturday, April 1, 2017

ჩემთვის ყველაზე საინტერესო და ნაყოფიერი იყო ტრენინგის მეშვიდე  დღე.  წინა მასალის გამეორების შემდეგ  ვიმუშავეთ ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებაზე. შევქმენით საჭირო რესურსი. სემდეგ ვიმუშავეტ პროექტის გეგმაზე.

Sunday, March 26, 2017

ტრენინგის მეექვსე დღე

მუშაობა დავიწყეთ   განვლილი მასალის გამეორებით  და გადავედით მეტად მნიშვნელოვან  და გამოსაყენებელ   სამუშაო მასალაზე. ვიმუშავეთ მოსწავლის   პრეზენტაციაზე.განვიხილეთ შეფასების   რუბრიკები და  ვიმუშავეთ მათ პრაქტიკაში   გამოყენებაზე.  გავეცანით რამდენიმე გეგმის ნიმუშს  დამატ პრაქტიკულ გამოყენებას.

Saturday, March 25, 2017

ტრენინგის მეხუთე დღე   იყო ნაყოფიერი და საინტერესო. წინა მასალის გამეორების შემდეგ   ვიმუშავეთ   საავტორო უფლებებზე  და   გამოსაყენებელ ლიტერატურულ შაბლონებზე.
განსაკუთრებით  მნიშვნელოვანი იყო ბლოგზე მუშაობა, რომელიცგანსაკუტრებით მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში.

Sunday, March 19, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

                                   
ტრენინგის მეოთხე დღე  მეტად საინტერესო და ნაყოფიერი იყო . განვამტკიცეთ წინა მასალა   უკეთ  გამოყენებისათვის.
გავაკეთეთ მასწავლებლის პორტფოლიო.   გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდს, დროში გაწერილ შეფასების გეგმას და პროექტისპორტფოლიოს   პრეზენტაციას.
მასალა მეტად აქტუალური და გამოსაყენებელია  სასწავლო პროცესის  წარმატებით  განსახორციელებლად,  მნიშვნელოვანი  დამხმარე მასალაა  პროექტებით სწავლებისთვის.

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღეს  გავიმეორეთ წინა  გაკვეთილზე შესწავლილი მასალა:  „ პროექტის   გეგმა“
საინტერესო სამუშაო იყო    სტანდარტის წარდგენა,   შესაბამისი   სტანდარტის მოძიება და მიზნების განსაზღვრა

გავეცანით და გამოვიყენეთ მიმართულების მიმცემი კითხვები